გამოკითხვა

გვერდის ავტორი: აიშა ისმაილოვა


 ჩვენი კითხვარი

ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა თემაზე „კორონავირუსი“.

გამოკითხვის მიზანი იყო გაგება იმისა, თუ როგორ იმოქმედდა კორონავირუსმა ადამიანის ცხოვრებაზე, როგორ შეიცვალა ის და რა ისწავლა ხალხმა კარანტინისას, სახლში ჯდომისას.

1.   ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12-მა ადამიანმა:

·       58.3% ( 7 ადამიანი ) - მამრობითი სქესის წარმომადგენელი;

·       41.7% ( 5 ადამიანი) - მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.

 

2.   გამოკითხულთა:

·       33.3%-ის  ( 4 ადამიანის) ასაკი არის 15-დან - 18-მდე და იგივე მონაცემებით 18-21 წლის ასაკის ადამიანებიც;

·       8.3% ( 1 ადამიანი ) 26+ წლისაა;

·       25% ( 3 ადამიანი ) – 21-26 წლისაა.

 

3.   გამოკითხულთა შორის არის:

·       3 სტუდენტი ( 25%);

·       2 მოსწავლე ( 16,7%);

·       2 მასწავლებელი (16.7%);

·       1 სპორტსმენი (8.3%);

·       1 არქიტექტორი (8.3%);

·       1 კონსულტანტი (8.3%);

·       1 ფარმაცევტი (8.3%);

·       1 სპორტსმენი (8.3%).

 

4.   კორონავირუსის გავლენა:

·       58.4%-ზე (7 ადამიანზე) ცუდად იმოქმედა;

·       1 ადამიანზე (8.3%)-ზე ძალიან ცუდად;

·       1 ადამიანზე (8,3%-ზე) კარგად;

·       2 ადამიანზე 16.6%-ზე არ იმოქმედა;

·       ერთ ადამიანზე 8.3%-ზე თან ცუდად, თან კარგად იმოქმედა.

 

5.   კითხვაზე: „რა დადებითი მხარები ჰქონდა კორონავირუსს თქვენთვის?მივიღეთ შემდეგი პასუხები:

·       ჩემთვის მას არ მოუტანია დადებითი მხარეები.

·       პანდემიის დროს მე არ ვმუშაობდი, რაც ჩემზე მოახდინა ცუდი გავლენა. დადებითი მხარე პანდემიას ჩემთვის არ ჰქონია.

·       მხოლოდ ის, რომ ოჯახთან ვატარებდი ბევრ დროს.

·       დადებითი : ადრე ბევრ დროს არ ვატარებდი ოჯახთან, ახლა კი პირიქით მთელი დღე მათთან ვარ

·       პანდემიის დროს სახლში ვიყავი მთელი დღე და კულინარიით დაკვადი.

·       მე ისედაც მთელი დღე სახლში ვიყავი და ბევრი რამ არ შეცვლილა.

·       მქონდა ბევრი თავისუფალი დრო.

·       არაფერი შეცვლილიყო ჩემთვის.

·       არ ჰქონია დადებითი მხარეები, მთელი დღე სამსახურში ვიყავი როგორც ჩვეულებრივ.

·       არ დავდიოდი სამსახურზე ( შორს) ვასწავლიდი სახლიდან.

·       არ არსებობს დადებითი მხარეები. მე კი ვისწავლე საჭმელების მომზადება.

·       დადებითი ის, რომ სწავლა სახლიდან იყო და არ მიწევდა სადმე წასვლა.

 

აქედან გამომდინარე, კორონა ვირუსმა სხვადასხვანაირად იმოქმედა ყველაზე, ზოგისთვის მოუტანია დადებითი მხარები ( მაგალითად, ოჯახტან ატარებდნენ ბევრ დროს),, ზოგისთვის კი არა ( სწავლობდნენ ონლაინ და არ დადიოდნენ სამსახურზე).

 

6.   ჩვენი გამოკვლევიდან გამომდინარე, ჩვენ გავიგეთ, რომ განსაკუთრებით ხალხი იცავდა თავს კორონავირუსისგან სახლში ჯდომით და გასვლისას პირბადეების ტარებით.

 

7.   91.7% (11 ადამიანი) ფიქრობს, რომ ყველა წესი და შეზღუდვა, რაც ახლა გვაქვს, სწორია და საჭიროა, 1 ადამიანი ( 8.3%) ფიქრობს პირიქით.

8.   პასუხებიდან გამომდინარე, კორონავირუსისგან ყველაზე კარგად იცავს სახლში ჯდომა და პირბადის ტარება.

9.   გამოკითხულთა პასუხებიდან გამომდინარე, კორონავირუსის დროს ერთ-ერთი ყველაზე არაფექტური ქმედება არის სიგარეტის მოწევა და რამდენიმე პირბადის ტარება ერთდროულად.

10. ჩვენი კითხვარი 11მა ადამიანმა შეაფასა 10 ქულით , ერთმა ადამიანმა - 9 ქულით ( 10 ქულიანი შკალიდან).

11. კითხვარი შევსებული იყო 26 იანვარს, სხვადასხვა დროს.

მადლობა ყურადრებისთვის.


No comments:

Post a Comment